შშმ პირთა დისკრიმინაციის სტატისტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობაში პროგრესი არ შეინიშნება.

ორგანიზაციის, – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, – წარმომადგენლებმა მონიტორინგი ჩაატარეს იმის გასარკვევად, თუ რამდენად ეფექტურად სრულდება 2014 წელს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი. კვლევის საგანი იყო 28 შემთხვევა, რომელთა შესახებ ორგანიზაციისთვის გახდა ცნობილი. ანგარიშის მიხედვით, დისკრიმინაციის ფაქტებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ ხშირად აქვს ადგილი და ისინი პრობლემას სხვადასხვა სერვისის მიღების დროს არცთუ იშვიათად აწყდებიან.