ღონისძიება შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ვაკის პარკში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ბავშვებს კულტურული გამოცდილების მიღებასა და რეალიზაციაში ეხმარება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით 1992 წლიდან აღინიშნება.