სამუშაო სხდომა შშმ პირების საკითხებზე
ქვეყანა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვისთვის ემზადება. პირველი სამუშაო სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც სწორედ ამ მოდელის დანერგვის მიზნით შეიქმნა. თუ დღეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზის მიხედვით ხდება, ახალი მოდელი დაეფუძნება პირის ფუნქციონირების კომპლექსურ შეფასებას, სადაც გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები. სხდომაზე აღინიშნა, რომ გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო საკითხებს სამუშაო ჯგუფები მოამზადებენ და დაამუშავებენ, რაც საბჭოს მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის.