საერთაშორისო ფესტივალი „პრემია ბრილიანტი“

18:27, 27.07.2025

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფესტივალი სახელწოდებით „პრემია ბრილიანტი“ მიმდინარეობს. საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში 8 ქვეყნის 28 წარმომადგენელი მონაწილეობს. სცენაზე შშმ პირები, როგორც ინდივიდუალური ნომრით, ისე ცნობილ მომღერლებთან ერთად წარდგებიან. გამარჯვებულებს ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური გამოარჩევს. მთავარი პრიზი იტალიაში საგზურია, სადაც გამარჯვებული „რეჯო კალაბრიაში“, „ივერია ბრილიანტის“ მიერ დაგეგმილ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. საფესტივალო კონკურსი საქართველოში მეშვიდედ ტარდება.

მსგავსი