2026 წლის ბიუჯეტი
2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ბიუროს დღეს წარედგინება. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის დაფინანსება 800-ს მილიონ ლარზე მეტითაა მომატებული. პროექტის მიხედვით, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 370 ლარით განისაზღვრება, მაღალმთიან დასახლებებში კი 444 ლარი იქნება. რაც შეეხება 70 წლის და მეტის ასაკის პენსიონერებს – მათთვის პენსიის გაზრდა 45 ლარით არის დაგეგმილი და 495 ლარს მიაღწევს. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში კი 594 ლარს გაუტოლდება.
ამასთან, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემელის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელის ზრდა 20 ლარით. მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.