ახალი წლიდან პენსიები გაიზარდა
2026 წელს პენსიები იზრდება – ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესაბამისად, იანვრიდან 70 წლამდე პირთათვის ასაკობრივი პენსია იზრდება 20 ლარით და 370 ლარი გახდება, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები კი 45 ლარით მეტს, ანუ 495 ლარის ოდენობის პენსიას მიიღებენ. რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებებს, იქ მცხოვრები 70 წლამდე ასაკის პირები 444 ლარის პენსიას აიღებენ, ხოლო 70 წლის და მეტის პენსიონერები – 594 ლარს.
გარდა პენსიისა, იანვრიდან 45 ლარით იზრდება მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემელი, დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელი კი 20 ლარით მეტია. პარალელურად, 10%-ით გაიზარდა საჯარო მოხელეების, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასები. ამასთან, 20 პროცენტით გაიზარდა საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნებისა და მანდატურების ხელფასები.