შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებაში შვიდ სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მიიღეს მონაწილეობა. ხელნაკეთი ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი თავად შშმ პირებს მოხმარდებათ. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო.