ახალი ავტობუსები თბილისში

21:30, 18.09.2025

რამდენიმე დღეში მუნიციპალურ ავტოპარკს 124, 18-მეტრიანი ავტობუსი შეემატება.

ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსები თბილისში 305 და 306 სატრანსპორტო ხაზზე მოძრავ 12 მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებს. მოგვიანებით კი სხვა სამარშრუტო ხაზებიც დაემატება. გერმანული „მანის“ ფირმის, ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტობუსების პრეზენტაცია თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გამართა. დედაქალაქის მთავრობის მოლოდინია, რომ ახალი ტრანსპორტი მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის, მოცდის დროს კი მინიმუმამდე შეამცირებს.

მსგავსი