ფასების რეგულირება – სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომა
სურსათთან ერთად მონიტორინგი იწყება წამლებისა და საწვავის ბაზარზეც.
ფასების შესამცირებლად და მაღალი ფასნამატის მიზეზების გასარკვევად შექმნილი კომისიის მანდატი ფართოვდება. პირველი სხდომის შემდეგ სამოქმედო გეგმა შედგენილია – ამ კვირიდან კერძო სექტორთან აქტიური შეხვედრები იგეგმება. პრემიერის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისია მთავარ მიზნად სასურსათო პროდუქციაზე ევროპულ ფასებთან მაღალი სხვაობის მიზეზების დადგენას ასახელებს. შესაძლო კარტელური გარიგებები დღეს არ უხსენებიათ, თუმცა კომისიის მოლოდინია, რომ სამ თვეში კონკრეტული შედეგები იქნება მიღწეული – მთავრობის წევრები ვარაუდობენ, რომ ფასების კლების პროცესი აპრილამდე დაიწყება. რა ინსტრუმენტების გამოყენებას აპირებს კვლევის პროცესში სამთავრობო კომისია და როგორ ესახება სურსათზე მაღალი ფასების დარეგულირება – კომისია აანონსებს, რომ რეალურ და ხელოვნურად გაზრდილ ფასნამატზე მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
რეზონანსული ინიციატივა, რომელიც ოპონენტებმა ბიზნესზე ზეწოლად და მის საქმიანობაში უხეშ ჩარევად შეაფასეს, სურსათის გარდა უკვე საწვავის და წამლების ფასზეც გავრცელდება – რა მონაცემებს დაეყრდნობა კომისია მუშაობის პროცესში, შალვა სუმბაძე არკვევდა დეტალებს.