დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში სოციალური განვითარების და განათლების ერთადერთი ცენტრი ფუნქციონირებს. ის სამი წლის წინ, ფსიქოლოგმა მარიამ ჯაბნიაშვილმა დააფუძნა. მარიამმა განათლება თბილისში მიიღო და საქმიანობასაც დედაქალაქში აგრძელებდა, თუმცა მაღალი მოთხოვნის გამო, რეგიონში დაბრუნდა. დღეს ცენტრში ინკლუზიური განათლების პრინციპებით, 80-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები და ტიპიური განვითარების ბავშვები ერთ სივრცეში ვითარდება. 21 ბავშვი ამ დროისთვის მომლოდინეთა სიაშია. ცენტრში საგაკვეთილო და თერაპიული პროცესები კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის გარეშე, ყოფილი ავტოფარეხის შენობაში მიმდინარეობს, სადაც სივრცე შეზღუდულია და სველი წერტილები არ არსებობს. შესაბამისად, მარიამისა და მისი მოსწავლეების მშობლების მთავარი მიზანი ცენტრისთვის უსაფრთხო და სრულფასოვანი სივრცის მოძიებაა.
ნატა ტაბიძისა და ლაშა მამულაშვილის რეპორტაჟი.