ახალგაზრდა მოხალისეების პროგრამა  

მოხალისეებისთვის შექმნილ პროგრამებზე მიმართვიანობა იზრდება.

29 წლამდე ასაკისთვის გათვალისწინებული აქტივობებით ინტერესდებიან სკოლის მოსწავლეებიც. შშმ პირების დახმარება, მათთვის სხვადასხვა სერვისის გაწევა, ხანდაზმულებთან კომუნიკაცია და მათთან მუშაობა, საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა – ეს იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომლებსაც ახალგაზრდობის სააგენტოს პროგრამის ბენეფიციარებს სთავაზობენ. მოხალისეობის ხელშესაწყობად პროექტები 2009 წლიდან მიმდინარეობს. მათ შორისაა ახალგაზრდა მოხალისეების პროექტი, რომელსაც 2 000-მდე მონაწილე ჰყავდა.

„მოამბე“ მათ მიერ გაწეული მომსახურებითა და აქტივობებით დაინტერესდა.