ვებსაიტებისა და აპლიკაციების ადაპტაცია შშმ პირებისთვის
პრობლემები და სირთულეები, რომლებსაც შშმ პირები ყოველდღიურობაში აწყდებიან. შესაბამისი ინფრასტრუქტურის და გარემოსთან ფიზიკური ადაპტაციის გარდა გამოწვევაა ონლაინ-სერვისებზე ხელმისაწვდომობაც. საუბარია იმ ვებ-გვერდებსა და აპლიკაციებზე, რომლებიც მოქალაქეებს ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ყოფითი საკითხების მარტივად მოსაგვარებლად სჭირდებათ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვერ სარგებლობენ დასაქმების საიტებითაც. კომპანიები, რომლებიც შესაბამის აპლიკაციებსა და საიტებს ფლობენ, მომავალში ვალდებულები იქნებიან, რომ შშმ პირებისთვის სპეციალური პროგრამები დანერგონ. ამ საკითხის მოგვარებას შშმ მოქალაქეები წლებია ითხოვენ. ინიციატივის განხილვა პარლამენტმა დღეს დაიწყო.