მინიმალური საათობრივი ანაზღაურების პირობები კლინიკებში
რამდენად ასრულებენ კლინიკები სამედიცინო პერსონალისთვის 2023 წელს დადგენილი მინიმალური ანაზღაურების პირობებს. ყოველწლიური მონიტორინგის შედეგებით, რომელიც შრომის ინსპექციამ ჩაატარა, დარღვევები რამდენიმე საავადმყოფოში გამოვლინდა. პერსონალის მიმართ დაგროვილი დავალიანების სრულად ანაზღაურებამდე სამედიცინო დაწესებულებებს ფულად ჯარიმებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამით გაწეული მომსახურების დაფინანსებაზე წვდომაც შეუჩერეს. შრომის ინსპექციის სამსახური დასაქმებულებს მოუწოდებს, მსგავსი დარღვევების შემთვევაში ინსპექციას აუცილებლად მიმართონ.
მარიამ აფციაური გვეტყვის, რა კონკრეტულ ზღვარს არ უნდა ჩამოსცდეს საათში მედ პერსონალის მინიმალური ანაზღაურება და რა ტენდენციას აჩვენებს დარღვევების სტატისტიკა.