მემორანდუმის გაფორმება

რელიგიის საკითხთა სააგენტოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს სააგენტოს პროექტის „სასულიერო ენა სახელმწიფო პირებისათვის“ ფარგლებში რელიგიური უმცირესობის სასულიერო პირებისათვის ქართული ენის სწავლებას.

მემორანდუმის მიზანია რელიგიურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ქართული ენის სწავლის სურვილი უკვე 150-მა სასულიერო პირმა გამოთქვა.