ტრამპის განკარგულება პოლიტიკური ძალადობის მხარდამჭერების წინააღმდეგ

21:26, 26.09.2025

ტრამპის მოკავშირე ცნობილი კომენტატორის მკვლელობის შემდეგ აშშ-ში შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვა სულ უფრო მძაფრდება.

პრეზიდენტის მხრიდან უკვე ხელმოწერილია მემორანდუმი, რომელიც პოლიტიკური ძალადობის მხარდამჭერი ჯგუფების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ეხება. ჩარლი კირკის მკვლელობა თეთრი სახლის ლიდერმა სწორედ რადიკალურ და პოლიტიკურად მოტივირებულ მოძრაობებს დაუკავშირა, მისი მწვავე რიტორიკის და ბრალდებების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ კი ჯორჯ სოროსის ფონდი იქცა. მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ძალადობრივ ჯგუფებსა და ქმედებებს სწორედ სოროსი აფინანსებს. ხელმოწერილი დოკუმენტით პრეზიდენტი შესაბამის უწყებებს ავალებს, რომ ძალადობის მხარდამჭერი ორგანიზაციების დროულად გამოსავლენად ძალისხმევა გააძლიერონ. მემორანდუმს მძაფრი რეაქციები და კონტრბრალდებები მოჰყვა.

ბექა ბერიაშვილის რეპორტაჟი.

მსგავსი