თანამშრომლობის მემორანდუმი

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს „შავი ზღვის ტერმინალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მიმდინარე წლის 6 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ფოთის წარმომადგენლობაში, შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ დირექტორთან, ილგარ ალი-ზადასთან, საქართველოში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულთან, ფუად აზიზოვთან და კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ ხელმძღვანელმა, სამსახურის წარმომადგენლობის ფოთის ოფისს, საჭირო ინვენტარი გადასცა. მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ და შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ დირექტორმა, ილგარ ალი-ზადამ მოაწერეს.