პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის 

სკოლის მოსწავლეებს შორის, წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით, ახალი პროექტი დაიწყო. ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებები იგეგმება: შეხვედრები ავტორებთან, მთარგმნელებთან და გამომცემლებთან, ინტერაქტიური სემინარები, წიგნის კითხვის შეჯიბრებები და სხვა შემეცნებითი აქტივობები, სადაც მოსწავლეები პედაგოგები და მშობლებიც აქტიურად ჩაერთვებიან.