თანამშრომლობის მემორანდუმი

კანის 79-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე, საქართველოს ეროვნულ პავილიონში, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის კინოს სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს, ასევე გამოცდილების გაზიარებას კინოწარმოების სფეროში. კანის კინოფესტივალის კინობაზრობაზე წელს მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყნიდან, ინდუსტრიის 15 ათასზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.