მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, თბილისში მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოში არსებული ყველა კონფესიის ლიდერებს უმასპინძლეს და მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.