ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტიმ, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მემორანდუმი გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარ შეშფოთებასა და რეკომენდაციებს შეკრების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოების დაცვასთან და ლგბტ პირთა უფლებებთან დაკავშირებით აღნიშნავს.
კომისარი აღნიშნავს, რომ მიუხედავად აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ცუდი მოპყრობის შესახებ სარწმუნო ანგარიშებისა, აღნიშნული დარღვევებისთვის არცერთი სამართალდამცავი პირი არ იქნა პასუხისგებაში მიცემული. ასევე ის ნიღბიანი პოლიციელების სათანადო იდენტიფიკაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევაზე, შეკრების თავისუფლების მარეგულირებელ კანონებში ბოლოდროინდელი ცვლილებების შეტანაზე, ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევაზე და ლგბტ პირთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის დონეზე საუბრობს. მაიკლ ო’ფლაჰერტი აყალიბებს რიგ რეკომენდაციებს, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, კანონების გაუქმებას ითვალისწინებს.