მსოფლიო მთავრობათა სამიტი 

ორმხრივი შეხვედრები, აქცენტირება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და საამიროებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაფორმებული მემორანდუმი – პრემიერ-მინისტრის სამდღიანი ვიზიტი დუბაიში დასრულებულია.

მსოფლიო  მთავრობათა სამიტის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით, ორი პანელური დისკუსიის ფარგლებში მიმართა. ვიზიტის ფარგლებში ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება შუა დერეფანში ჩვენი ქვეყნის საკვანძო მნიშვნელობაზე გაამახვილა. სამიტის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ, როგორც საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკურ პარამეტრებზე, ისე იმ მიმდინარე თუ დასრულებულ პროექტებზე, რომელმაც საქართველოს სატრანზიტო როლი უნდა გააძლიეროს.