ხარძიანის საქმე

კუს ტბის წილების ნასყიდობის ეპიზოდზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მოსარჩელის პოზიციით 2011 წელს ბესარიონ ხარძიანი დააკავეს და გლდანის მე-8 საპყრობილეში კუს ტბის წილები დაათმობინეს. აღნიშნულის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2011 წლის 20 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა იძულების შედეგად და ადგილი ჰქონდა მოსარჩელეების ნების გამოვლენაში უკანონო ჩარევას.