თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცხრა მილიონის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებენ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას ადვოკატები. ისინი გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში ასაჩივრებს და ჯარიმის პატიმრობით შეცვლას ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილს 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე 12,6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თემურ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის, დავით მამისეიშვილის საქმიდან აცილება მოითხოვეს, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. პროცესზე დისტანციურად კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.