პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – შეფასებები

18:15, 20.02.2026

პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე, საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება დაადასტურა, რომლის მიხედვით, საქართველოს – კომპანია „ენკასთვის“ 400 მილიონი დოლარის გადახდა შეაჩერა, ვიდრე სააპელაციო სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.
საქმე ეხება „ნამახვანჰესის“ პროექტს, კერძოდ, 800 მილიონ დოლარიან ჰიდროელექტროსადგურს, რომლის მშენებლობაზეც საქართველოს მთავრობამ და კომპანია „ენკამ“ 2019 წელს ხელშეკრულება გააფორმეს. გადაწყვეტილების მიხედვით, პროექტი ჩაიშალა ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოს დამცველების პროტესტების ფონზე, რის შემდეგაც „ენკამ“ 2021 წელს, ცალმხრივად შეწყვიტა კონტრაქტი საქართველოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევის არგუმენტით. საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა, საქართველოს დაავალდებულა გადაეხადა „ენკასთვის“ დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი. პასუხად, საქართველომ წარადგინა მტკიცებულება, რომ 400 მილიონი სახელმწიფო თავდაცვის ბიუჯეტის 60%-ს და იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის 250%-ს შეადგენს. სასამართლომ ეს არგუმენტი მიიღო და დაადგინა, რომ დაკისრებული თანხის დაუყოვნებლივი გადახდა „სახელმწიფო საქმეების სუვერენულ მართვას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა, ამიტომ, ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლომ გადახდა სრულად შეაჩერა სააპელაციო სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე. საკითხს გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ აღნიშნული ჰესის მშენებლობის საკითხი, შეაფერხა იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის წინააღმდეგი არიან და ქვეყნის მიმართ მტრულად არიან განწყობილები.

მსგავსი