სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის ბრალდების საქმეზე სხდომა გრძელდება. ადვოკატების ნაწილი დასკვნით სიტყვას იტყვის. მათი თქმით, ყურადღება გამახვილდება მსჯავრდებულების უდანაშაულობაზე და სააპელაციო სასამართლოსგან, საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებლით შეცვლას მოითხოვენ. წინა სხდომაზე დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარემ თქვა. პროკურატურამ მსჯავრდებულთა დანაშაულზე ისაუბრა და სასჯელის დამძიმება მოითხოვა.