სასამართლო პროცესი
სააპელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებული კიდევ 9 პირის პროცესზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა თქვა. ბრალდებამ მოითხოვა პირველი ინსტანციის კვალიფიკაციის შეცვლა იმ მუხლით, რაშიც პროკურატურა ნოემბერ-დეკემბრის აქციის მონაწილეებს თავიდანვე ედავებოდა. საუბარია 225-ე მუხლზე, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. სასჯელი კი გადაკვალიფიცირდა, რაც ორწლიან პატიმრობას გულისხმობს. დღესვე დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულების ტელეფონების ექსპერტიზის პასუხები. საპასუხოდ ითქვა, რომ ერთი წლის შემდეგაც, ექსპერტიზის პასუხები ჯერ არაა ცნობილი. პროცესი 5 თებერვლისთვის გადაიდო, სადაც უკვე ადვოკატები იტყვიან დასკვნით სიტყვას.