პროცესი სააპელაციო სასამართლოში
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის ბრალდების საქმეზე მომდევნო სხდომა 2 მარტს განახლდება, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით. დღეს ინტერესების დამცველები სამი საათის განმავლობაში საუბრობდნენ ბრალდებულების უდანაშაულობასა და სასჯელის შეცვლის აუცილებლობაზე. მათი მხრიდან აქცენტი მტკიცებულებების არარსებობაზე გაკეთდა. შეგახსენებთ, პროკურატურამ უკვე თქვა დასკვნითი სიტყვა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დამძიმება მოითხოვა.