პროცესი სააპელაციო სასამართლოში

12:27, 05.02.2026

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და საპროტესტო აქციებში მონაწილე კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესზე დღეს ადვოკატების ნაწილი დასკვნით სიტყვას იტყვის. როგორც ისინი ამბობენ, მათ სიტყვაში ყურადღება გამახვილდება მსჯავრდებულების უდანაშაულობაზე და სააპელაციო სასამართლოსგან, საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებლით შეცვლას ითხოვენ. წინა სხდომაზე დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარემ თქვა. პროკურატურამ მსჯავრდებულთა დანაშაულზე ისაუბრა და სასჯელის დამძიმება მოითხოვა. დასკვნითი სიტყვების შემდეგ, ბრალდებულები საბოლოო სიტყვას იტყვიან, მხარეთა რეპლიკებს მოისმენენ და შემდეგ უკვე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. შეგახსენებთ, რომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძესა და საპროტესტო აქციებში მონაწილე კიდევ 9 პირს საქალაქო სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით მიუსაჯა.

მსგავსი