მზია ამაღლობელის სასამართლო

15:25, 18.11.2025

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.

სასამართლო ადვოკატების სარჩელს განიხილავს, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ქუთაისში მისი კოლეგები და ოჯახის წევრები ჩავიდნენ. მათ სხდომაზე დასწრების საშუალება მიეცათ. მზია ამაღლობელის პროცესს ესწრება ასევე სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი