სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ბრალდებულებმა დღეს საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლეს. მათი განცხადებით, საქმეში არსებული მასალები მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებას არ ადასტურებს. 11 პირს თავდაპირველად ბრალი წარდგენილი ჰქონდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის, რაც 4-დან 6 წლამდე ითვალისწინებდა პატიმრობას, თუმცა, მოსამართლემ მუხლი გადააკვალიფიცირა და ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ, რისთვისაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.