შშმ პირთა სტატუსის შეფასება 

შშმ პირთა სტატუსის განსაზღვრის სისტემაში ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელის დანერგვა და ინსტიტუციონალიზაცია – ამ მიზანს ემსახურება მემორანდუმი, რომელიც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის გაფორმდა. ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელი შშმ პირთა საჭიროების უფრო ზუსტ და ინდივიდზე მორგებულ შეფასებას ითვალისწინებს.