სერჟ სარგსიანმა პრეზიდენტობის კანდიდატად არმენ სარგსიანი წარადგინა
სერჟ სარგსიანმა პრეზიდენტის თანამდებობაზე, მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად, დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი არმენ სარგსიანი წარადგინა. როგორც სომხეთის მოქმედი პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, სერჟ სარგსიანი არმენ სარგსიანს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვდა.
სერჟ სარგსიანმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტს პარლამენტი პირველივე ტურში აირჩევს და უკვე მარტში სომხეთს ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება. სომხეთის ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არა მოსახლეობა, არამედ პარლამენტი აირჩევს. კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის წევრთა ხმების სამ მეხუთედზე მეტი.