სომხეთის პრემიერი გადადგა

პროტესტმა გაჭრა: სომხეთში სერჟ სარგსიანის 10-წლიანი მმართველობა დასრულდა. არჩევიდან ერთი კვირის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გადადგა.

ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლ ფაშინიანის მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები სახალხო ზეიმმა შეცვალა. პრემიერის გადადგომის შემდეგ დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი აქტიურდება. მანამდე კი ქუჩაში გასული ოპოზიციონერი ლიდერი დროებითი მთავრობის ფორმირებას ითხოვს.

საპროტესტო ტალღა სომხეთში მას შემდეგ აგორდა, რაც საპარლამენტო მმართველობაზე გადასული სომხეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მმართველმა გუნდმა ყოფილ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინა.

როგორ განვითარდება სომხეთში პოლიტიკური პროცესები – ნოდარ ჩაჩუას პირდაპირი რეპორტაჟი ერევნიდან.