პროტესტის მე-14 დღე ერევანში

საპროტესტო აქციები პოლიტიკური კონსულტაციების ფონზე. სომხეთში პოლიტიკური მღელვარება ყოველდღიურად იმატებს.

ოპოზიციონერი ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მხარდამჭერები უკან დახევას არ აპირებენ. ძალაში რჩება ოთხი მოთხოვნა. მათ შორის პრემიერად ფაშინიანის არჩევა და მთავრობის გადაყენება.

სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ, მმართველ კოალიციაში დაწყებული რღვევის პროცესის მიუხედავად, პრემიერობის ოპოზიციონერ კანდიდატს პარლამენტიდან საკმარისი ხმები მაინც არ აქვს.

საკუთარ კანდიდატურას ამზადებს მმართველი პარტიაც, რომელთან შესახვედრად ფაშინიანი მზადყოფნას აცხადებს. შესაძლოა, ეს შეხვედრა ხვალ შედგეს.

 

დატოვე კომენტარი