სომხეთის პრეზიდენტი- ვამაყობ, როდესაც დღევანდელ სომხეთს ვუყურებ
სომხეთის პრეზიდენტი- ვამაყობ, როდესაც დღევანდელ სომხეთს ვუყურებ

პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ დღევანდელი ისტორიული მომენტი სომეხმა ხალხმა წლების მანძილზე დაგროვებული სიბრძნით უნდა გამოიყენოს.

„სომხეთის ისტორიაში ახალი ფურცელი გადავშალეთ. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ სომხეთში, ზუსტად ისე, როგორც სერჟ სარგსიანმა კარი გაუღო ახალ სომხეთს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით პარლამენტის წევრებმა უნდა გააგრძელონ ეს გზა”,- განცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, მისივე თქმით, დღევანდელ სომხეთს სიამაყით უყურებს.

„დარწმუნებული ვარ, წლების განმავლობაში დაგროვებული ეროვნული სიბრძნე ამ ისტორიულ მომენტს ხელიდან არ გაგვაშვებინებს. ვამაყობ, როდესაც დღევანდელ სომხეთს ვუყურებ და მიხარია, რომ ხვალ ვიცხოვრებ ძლიერ, ერთიან, სამართლიან და აყვავებულ ქვეყანაში”,- აცხადებს არმენ სარგსიანი.

ერევანში  მმართველი „რესპუბლიკური პარტიის” ხელისუფლებიდან ჩამოშორების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება.