სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის დედაქალაქში პროტესტი ზეიმმა შეიცვალა.

დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის გადადგომას აღნიშნავენ. მასშტაბური გამოსვლების მეთერთმეტე დღეს სერჟ სარგსიანმა 13 აპრილს დაკავებული პოსტი დატოვა.

ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უკვე ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერი ფაშინიანი მართალი იყო, ის კი ცდებოდა.

შეგახსენებთ, ერევანში აქციები 13 აპრილს მასობრივ გამოსვლებში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პარლამენტმა ყოფილი პრეზიდენტი პრემიერის თანამდებობაზე აირჩია.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებისთვის მიმართვას გეგმავს ამ წუთებში ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი. ის გუშინ სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა დღეს ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გაათავისუფლეს.

ერევანში მიმდინარე აქციების დროს პოლიცია დემონსტრანტებს პერმანენტულად აკავებდა.