პროტესტის მერვე დღე

სომხეთში საპროტესტო მუხტი ძლიერდება.

პრემიერად არჩეული ექს-პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებმა დილიდან ერევნის რამდენიმე ქუჩა მოიცვა. გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობის გამო დღის განმავლობაში სამართალდამცავებთან რამდენიმე შეტაკება მოხდა. დაკავებულთა რაოდენობა უკვე 70-ს აღწევს. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრის გადადგომა – ამ მოთხოვნით და ოპოზიციონერი დეპუტატის ორგანიზებით მიმდინარე გამოსვლების მონაწილეები პოზიციების დათმობას არ აპირებენ. დღის ბოლოს მომიტინგეებმა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც მასშტაბურ აქციას აანონსებენ. ხელისუფლება ჯერ დუმს.

ნოდარ ჩაჩუა მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას ერევნიდან.

 

 

დატოვე კომენტარი