საპროტესტო აქცია ერევანში

ახალი სტატუსით და გაზრდილი უფლებამოსილებით სომხეთის სათავეში კვლავ სერჟ სარგსიანია.

ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 10 წელი მართავდა, ამჯერად პრემიერ-მინისტრის პოსტზე ინაცვლებს. მმართველი პარტიის კანდიდატი პარლამენტმა საპროტესტო გამოსვლების ფონზე დაამტკიცა. ერევნის ქუჩებში პოლიტიკური ვნებათაღლევა არ ცხრება. სარგსიანის მმართველობით უკმაყოფილო დემონსტრანტებს სახელმწიფო უწყებების შენობები აქვთ ბლოკირებული. ოპოზიციონერი დეპუტატის ორგანიზებით მიმდინარე აქციები რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს.

„მოამბე“ სომხეთიდან – ნოდარ ჩაჩუა აშუქებს ერევანში მიმდინარე მოვლენებს.