ერევანში საპროტესტო აქციები არ წყდება

უკვე მე-9 დღეა, ერევანში საპროტესტო აქციები არ წყდება. ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მოსახლეობა მის გადადგომას ითხოვს. ქუჩებში დროდადრო ადგილი აქვს სამართალდამცველებთან შელაპარაკებას, თუმცა, გუშინდელი დღისგან განსხვავებით, დღეს პოლიციას არავინ დაუკავებია.

მოქალაქეები ცოტა ხანში კვლავ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ აქციებმა არასასურველი და ანარქისტული მიმართულება მიიღო, რასაც დაუყოვნებლივი გადაწყვეტა სჭირდება, სწორედ ამიტომ მან ოპოზიციას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.