ერევანში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, მოსახლეობის ნაწილი კვლავ ქუჩაშია

ერევანში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გრძელდება. პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მოსახლეობის ნაწილი კვლავ ქუჩაშია. ცოტა ხნის წინ გავრცელდა პრეზიდენტის განცხადებაც. მან აქციის ორგანიზატორთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, კანონის ფარგლებში იმოქმედონ. ამის შემდეგ პრეზიდენტი უკვე აქციაზე გამოჩნდა და ოპოზიციის ლიდერს ნიკოლა ფაშინიანს გაესაუბრა.

ბოლო ინფორმაციას ერევნიდან ნოდარ ჩაჩუა მოგვაწვდის.