სამოსამართლეო კანდიდატებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სერტიფიკატები გადასცეს

სამოსამართლეო კანდიდატებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დღეს სერტიფიკატები გადასცეს.

ჯგუფის შემადგენლობის ექვსმა მსმენელმა ექვსთვიანი, 15-მა კი 10 თვიანი სწავლება გაიარა.

პროგრამის ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა, როგორც პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიული სწავლება, ისე სავალდებულო სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიარეს და ასევე, დამამთავრებელი გამოცდა ჩააბარეს.