თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ეპიზოდს. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. ასევე, სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. ბაჩო ახალაიას თქმით, გაურკვეველია, თუ რატომ აქვს წარდგენილი აღნიშნული მუხლით ბრალდება. დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. მათივე განმარტებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.