სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმი
ერევანში, სომხურ-ქართული მე-7 სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა. ღონისძიება, რომელიც ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის უმთავრეს პლატფორმას წარმოადგენს, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს. ფორუმზე იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებზე, ციფრული ტრანსფორმაციასა და მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება იმსჯელებენ. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში, სამართლებრივი ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ორი ქვეყნის იუსტიციის სისტემის განვითარების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში. პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის და რეგიონის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. მან იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი საფუძველს ჩაუყრის ახალ იდეებს, ერთობლივ ინიციატივებსა და გრძელვადიან პარტნიორობას. სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ.