საკონსტიტუციო სარჩელი – „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა 

21:30, 25.11.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ დაცვის სტრატეგია უცვლელია – საკონსტიტუციო სარჩელით, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მიმართ წარდგენილი ბრალდებების უმეტესობას მოპასუხე მხარე გაბათილებულად აცხადებს.

პარტია, რომელიც ასაკრძალთა სიის სათავეშია, ეჭვქვეშ აყენებს თითქმის ყველა რეზონანსულ საქმეს, რომლებზეც გამამტყუნებელი განაჩენი, არა მხოლოდ ქართულმა მართლმსაჯულებამ, არამედ სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა და სისტემური დარღვევები დაადგინა. მკვლელობის, ცემისა და წამების გამო უკვე სასჯელ მოხდილი და ამ დრომდე ციხეში მყოფი ექს-მაღალჩინოსნების, საგამოძიებო კომისიის დასკვნის, ასეულობით გამოკითხული მოწმის და დაზარალებულების ჩვენებების მიუხედავად მოპასუხე მხარე ამტკიცებს, რომ გახმაურებულ საქმეებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობა არ იკვეთება. მოპასუხის პოზიციას მმართველი გუნდი წარსულისგან გამიჯვნის მცდელობად აფასებს. ხელისუფლება ოპონენტებს ცხრა წლიანი მმართველობის მსხვერპლთა კონკრეტულ გვარებს და აგვისტოს ომთან დაკავშირებული რეზოლუციის სადავო პუნქტებს ახსენებს.

მსგავსი