გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების საქმე

18:02, 08.04.2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. რამდენი წელი მიესჯებათ მათ თავისუფლების აღკვეთა, ამას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი გამოაცხადებს. პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს. უწყების ინფორმაციით, პირველ ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც გიგა ავალიანი 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

მსგავსი