საბოტაჟის საქმე - სასამართლო პროცესი

საბოტაჟის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პროცესი გაიმართა. დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა თქვა. სხდომას არ ესწრებოდნენ საქმეზე ბრალდებულო ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ნიკა მელია. საბოტაჟის საქმეზე პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წაუყენა, მათ რამდენიმე მუხლით ედავებიან. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.