ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

18:38, 11.05.2026

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება კანონიერად მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლო. გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში და შენობის გარეთ შეკრებილების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ამაღლობელის კოლეგების განცხადებით მოსამართლემ, კვლავ მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო  მიიღო გადაწყეტილება. ადვოკატების შეფასებით პროცესი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ადმინისტრაციული დაკავება დაედო ერთერთ საფუძვლად მზია ამაღლობელისთვის შემდგომში სისხლის სამართლებრივი ბრალდებით დაკავებას. ამაღლობელის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მათი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება ისევ გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ამის შესახებ მათ თანხმობა მზია ამაღლობელისგან უნდა მიიღონ.

მსგავსი