სასამართლო პროცესი
ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. დაცვის მხარის განცხადებით, დღემდე გამოკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით ბრალდებულების დანაშაულებრივ ქმედებები ვერ დასტურდება. ცნობისთვის , ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. მურთაზ ზოდელავას კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი.