ლილუაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექვსი მოწმე დაიკითხა. მოწმეებმა ბაგა ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით ისაუბრეს. ლილუაშვილს სახელმწიფო ბრალება რამდენიმე ეპიზოდს ედავება, მათ შორის არის ბაგა ბაღების ეპიზოდი, პროკურატურის თქმით, ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ, განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში, მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს იღებდა. სახელმწიფო ბრალდების ამ  პოზიციას ეწინააღმდეგება დაცვის მხარე და ამბობს, რომ ლილუაშვილს კახა გვანცელაძესთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და საქმეში არაფერი დევს, რაც ამ ბრალს დაადასტურებს. სუს-ის ყოფილ უფროსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ედავებიან. რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.