სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლომ, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ ორ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე დაცვის მხარე დაკავებულების მიმართ გირაოს გამოყენების, სახელმწიფო ბრალდება კი – პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებით მოპოვებული ვიდეო ჩანაწერები. ელიზბარ გოზალიშვილის თქმით, საგამოძიებო უწყებების მიერ მოპოვებულია ბრალდებულების მხრიდან ერთგულების ფიცის ე. წ. ბაიათის დადების ვიდეო მასალა.
ბრალდებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ემუქრებათ.